logo
ENG



ბუდანოვი: "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" ძლიერდება, უკრაინა მათ დაეხმარება

16 მარ 202423:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/16/mqh9htiytjdxch2.jpg

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის თავისუფლების ლეგიონი, რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და ე.წ. ციმბირის ბატალიონი, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე - კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში, ძლიერდებიან და დაამატა, რომ "უკრაინა მათ დაეხმარება."

"ეჭვგარეშეა, რომ ისინი წინ მიიწევენ, ისინი მხოლოდ დაჯგუფებას აღარ წარმოადგენენ, არამედ ძალას. ისინი ერთად მოქმედებენ და ამოძრავებთ ერთობლივი ხედვა, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას რუსეთის ფედერაცია. ბევრი რუსული ოპოზიციური ძალა, როგორც რუსეთის შიგნით, ისე ისინი, რომლებიც ამჟამად დროებით საზღვარგარეთ არიან, შეუერთდებიან მათ." - თქვა მან.

ბუდანოვი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის დაზვერვისთვის არსებული ცნობების მიხედვით, ე.წ. რუსული მოძრაობების წარმომადგენლები გაჩერებას არ გეგმავენ და "თავიანთი ძალების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ".

"ისინი ომის დაწყების პირველივე დღიდან გვეხმარებიან და კარგი მეომრებიც არიან. ისინი უკრაინის ბევრ, ყველაზე ცხელ წერტილში იბრძოდნენ. ჩვენ ვეცდებით და დავეხმაროთ მათ. რამდენადაც შეგვიძლია", - განაცხადა ბუდანოვმა.


close დახურვა